საბანკო და სამშენებლო რეგულაციები

რეგულაციების შედეგი — მესამე კვარტალში გაყიდული ბინების რაოდენობა 7%-ით შემცირდა

Reuters

საინვესტიციო ბანკმა, Galt & Taggart-მა, თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, 2019 წლის მესამე კვარტალში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა 6,9%-ით შემცირდა. 

ლარის გაუფასურების, ახალი საბანკო და სამშენებლო რეგულაციებისა და გაუარესებული მოლოდინების ფონზე, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ბინებისა და სახლების გაყიდვები თბილისში შემცირდა", — ნათქვამია კვლევაში. 

ბანკის ინფორმაციით, მესამე კვარტალში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა 6,9%-ით, ხოლო გაყიდვების მოცულობა - 8,7%-ით არის შემცირებული. კვარტლების მიხედვით უძრავი ქონების გაყიდვების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2019 წლის I კვარტალი — 1.6% - კლება;
  • 2019 წლის II კვარტალი — 1.3% - მატება;
  • 2019 წლის III კვარტალი — 6.9%- კლება. 

შემცირებულია გაყიდული ბინების რაოდენობა წლის პირველ ცხრა თვეში. თუ 2018 წლის იანვარ-სექტემბერში გაყიდული ბინების რაოდენობამ 26 272 შეადგინა, იგივე მაჩვენებელი წელს 25 314-ია. კლება თითქმის 4%-ია. 

კვლევის მიხედვით, გაყიდული ბინების ნახევარი თბილისის ოთხ უბანზე მოდის. ესენია: გლდანი, სამგორი, ისანი, დიდი დიღომი. ამ უბნებში გაყიდული ბინები ჯამური რაოდენობის 50%-ია.

კომენტარები