ერეკლე კუხიანიძე

ერეკლე კუხიანიძეს საკრებულოს უმრავლესობა დაატოვებინეს, დეპუტატის მანდატს ინარჩუნებს

ერეკლე კუხიანიძეს საკრებულოს უმრავლესობა დაატოვებინეს. ამის შესახებ საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქციის თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა ისაუბრა.

"დავატოვებინეთ უმრავლესობა, შესაბამისად დავაყენეთ შუამდგომლობა საკრებულოს უახლოესს სხდომაზე მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ," - ამბობს დავითულიანი. 

ერეკლე კუხიანიძემ საზოგადოების ყურადღება 14 დეკემბერს გამოქვეყნებული Facebook პოსტით მიიპყრო. საკრებულოს წევრმა ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს "პროვოკატორები", "იდიოტები" უწოდა და აგინა.

ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები ითოხვდნენ, რომ კუხიანიძემ თბილისის საკრებულო დატოვოს. გუშინ აქტივისტებმა მის კაბინეტში კარავი მიიტანეს და გაშალეს, რის შემდეგაც ისინი პოლიციამ ძალით გამოიყვანა საკრებულოდან, რამდენიმე ადამიანი დააავეს კიდეც. 

კომენტარები