ილიაუნის ლექტორი: აქციის მონაწილე ლექტორებს და სტუდენტებს პოლიცია ფოტოებს გვიღებდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, გიორგი მუმლაძის, თქმით, მასა და აქციის მონაწილე სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტიდან რესპუბლიკის მოედნამდე მსვლელობას აწყობდნენ, პოლიციელები ჩუმად ფოტოებს უღებდნენ. 

ფაქტის შემჩნევის შემდეგ, მუმლაძის თქმით, მან პოლიციელს ჰკითხა, რატომ უღებდა ფოტოებს სტუდენტებს, რასაც დაპირისპირება და რამდენიმე პირის დაკავების მცდელობა მოჰყვა, მათ შორის მუმლაძისაც. 

"ვთხოვე, ფოტო მაჩვენე-მეთქი, ამ ადამიანმა დაიწყო ბლატავი, რომ თქვენთან არაფერი მესაქმებაო და არ ვარ ვალდებული, რომ გაჩვენოო. აბა, ვისთან ხარ ვალდებული, უფროსთან-მეთქი? კიო. ვინაა შენი უფროსი-მეთქი. გზაზე უკვე მითხრა, რომ სამართალდამრღვევი ხარო იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს ვაგინე დედის ტრ**ი. ბიძინა ივანიშვილის დედაც, ამ ცხოვრების დედაც!" - თქვა მუმლაძემ. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორების აქცია-მსვლელობა დღეს დაიგეგმა. ისინი 15 წლის მოზარდის ტრაგიკულ გარდაცვალებას აპროტესტებენ, რომელმაც დაკითხვის დროს გამომძიებლების მხრიდან სავარაუდო ზეწოლის გამო თავი მოიკლა. 

კომენტარები