12 დეკემბერს დაკავებულები

5 პირს ჯარიმა, 1 პირს შენიშვნა - გადაწყვეტილება 12 დეკემბერს დაკავებული 6 პირის საქმეზე

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა 12 დეკემბერს პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ადამიანების ნაწილის საქმეები განიხილა და ისინი სამართალდამრღვევებად ცნო - მისი გადაწყვეტილებით 5 პირს ფულადი ჯარიმა დაეკისრა, ხოლო ერთ პირს სიტყვიერი შენიშვნა მიეცა.

ხუთ პირს შორის არიან პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე და მოძრაობა "ლელოს" წევრი ირაკლუ კუპრაძეც.

ირაკლი კუპრაძე - 1500 ლარი

გიორგი ბუნტური - 2500 ლარი

ზურაბ კოსტავა - 1500 ლარი

ირაკლი ჯუღელი - 1500 ლარი

გიორგი ვაშაძე - 2000 ლარი

ნოდარ ბრეგვაძე - სიტყვიერი შენიშვნა

სამართალდაცველებმა ისინი 12 დეკემბერს, პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის დროს დააკავეს - პოლიტიკოსები და აქტივისტები უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნას მშვიდობიანად აპროტესტებდნენ და ამ პროცესს მაქსიმალურად უშლიდნენ ხელს.

მთლიანობაში, 12 დეკემბერს გამართულ აქციაზე 16 პირი დააკავეს, მათ შორის გიორგი ვაშაძის დაკავების მიზეზი ქვეითთა გადასასვლელზე სიარული გახდა.

კომენტარები