პოლიციელის დაჭრა

ბათუმში პოლიციელი კისრის არეში დაჭრეს [VIDEO]

Getty Images

ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე პოლიციელი კისრის არეში დაჭრეს, რის გამოც ერთი ადამიანი უკვე დააკავეს. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაიყვანეს, მას ოპერაცია დასჭირდა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მედიას უთხრეს, რომ ჭრილობა ბასრი იარაღით იყო მიყენებული, ღრმა აღმოჩნდა და პოლიციელი გადარჩა. 

"ჭრილობა და ოპერაცია იყო მძიმე, მაგრამ ამ მონაცემებით კარგი დინამიკაა. შეესაბამება ოპერაციის სიმძიმეს," - თქვა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, მალხაზ ხალვაშმა, აჭარის ტელევიზიის ცნობით.

პატრულ-ინსპექტორი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ჭავჭავაძის ქუჩაზე მეწყვილესთან ერთად გადაადგილდებოდა, როდესაც მოქალაქემ გააჩერა და დაჭრა. ბრალდებული ადგილზე სწორედ დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ დააკავა. ის მოტივზე არ საუბრობს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რომელიც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს. 

კომენტარები