სტივენ ტაილერი გამოცემაში Haute Living გამოჩნდა და წარსული გაიხსენა. მუსიკოსმა ინტერვიუში ნარკოტიკებთან დასრულებულ ურთიერთობაზე ისაუბა.
"მაშინ სარეაბილიტაციო ცენტრები არც არსებობდა. მაშინ მენტალური დაწესებულებები იყო. 80-იანების დასაწყისში საშინელება ხდებოდა, ნარკოტიკებმა წაგვლეკეს. პირველი ვიყავი ვინც იმკურნალა. 88 წელს ერთ მომენტში ბენდმა და მენეჯერმა სრული სერიოზულობით მითხრეს, რომ ან სიფხიზლე უნდა ამერჩია ან ჯგუფიდან წასვლა. მეც სიფხიზლე ავირჩიე. იცით რა? ძალიან ბევრი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ მათთვის მეპატიებინა ჩემი რეაბილიტაციაზე გაშვება იმ დროს, როდესაც თვითონ არდადეგები მოიწყეს. მაგრამ დღეს მხოლოდ მადლობელი ვარ... მადლობელი ჩემი სიფხიზლისთვის" თქვა ტაილერმა