ჯეიკ ჯილენჰოლი 38 წლის გახდა: მსახიობის 5 დასამახსოვრებელი როლი

ჯეიკ ჯილენჰოლის დაბადების დღის აღსანიშნავად, გავიხსენეთ ამ ნიჭიერი მსახიობის 5 საუკეთესო როლი. 

Donnie Darko

ჯეიკ ჯილენჰოლმა თავისი ადგილი კინოსამყაროში სწორედ ფილმით Donnie Darko დაიმკვიდრა. რთულია ამ ფილმზე საუბარი და მისი აღწერა, თუმცა რიჩარდ კელის მიერ გადაღებულმა სურათმა ჯილენჰოლს კარგი მსახიობის სახელი აჩუქა. მსახიობმა თავის პერსონაჟს სიღრმე და იდუმალება შესძინა, რაც ფილმის წარმატების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა. 


ფოტო: looper

ENEMY

ჯილენჰოლის უდავო ნიჭის დამსახურებით და, რა თქმა უნდა, რეჟისორის- დენი ვილნევის ოსტატობის დახმარებით ფილმი ENEMY გვთავაზობს დაუვიწყარ სანახაობას და ძალიან საინტერესო სიუჟეტს. ჯილენჰოლმა შეძლო და მაყურებელს ორი სრულიად განსხვავებული პერსონაჟი ადამი და ენტონი წარმოუდგინა. 

BROKEBACK MOUNTAIN

2005 წელს ფილმის ეკრანებზე გამოსვლისთანავე, თავისი თემატიკით ის დისკუსიისა და კამათის საგნად იქცა. თუმცა, ჯეიკ ჯილენჰოლისა და ჰიტ ლეჯერის მიერ განსახიერებული ორი პერსონაჟის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია მსახიობებმა მაყურებლამდე იმდენად კარგად და ემოციურად მოიტანეს, რომ ოსკარის ნომინაციებიც დაიმსახურეს. 


ფოტო: IMDB

NIGHTCRAWLER

ფილმში ჯეიკ ჯილენჰოლის შესრულება არა ერთმა კინოკრიტიკოსმა აღნიშნა და დღემდე ბევრი ადამიანის აზრით ეს მსახიობის საუკეთესო როლია. NIGHTCRAWLER-ში ჯილენჰოლმა კრიმინალური ჟურნალისტი ითამაშა და მაყურებელს ორი საათის განმავლობაში საოცარი სანახაობა შესთავაზა. 


ფოტო: NIGHTCRAWLER

ZODIAC

რეჟისორი დევიდ ფინჩერი თავის ფილმში მთავარი როლის შემსრულებლად თავიდანვე ჯეიკ ჯილენჰოლს ხედავდა და მართალიც იყო, რადგან ნიჭითა და ოსტატობით ჯილენჰოლმა თავის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა. 


ფოტო: IMDB

ბონუსი:

Nocturnal Animals

ფილმში ჯეიკ ჯილენჰოლი ეიმი ადამსის ყოფილი ქმარია, რომელიც მას თავის რომანს გამოუგზავნის. კითხვისას ადამსი მოგზაურობს წარსულში, სხვა თვალით უყურებს მათ ურთიერთობას, ჯილენჰოლის პერსონაჟის მეორე მხარეს იცნობს (ან არ იცნობს). კადრები, მსახიობების შესრულება, ფერები, სიუჟეტი ყველა დეტალი ტომ ფორდის ფილმის იდეალურ ატმოსფეროს ქმნის. 


ფოტო: TIME

კომენტარები