ელექტროენერგიის შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 20 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

telasi.ge

20 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

გლდანის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უწერის, ანდრონიკაშვილის, გაგრის, ულიანოვის, ჭრებალოს და ბარისახოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, მუხიანის აგარაკების, წყაროთუბნის, კალოუბნის, იაკობის და მუხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IV მიკრორაიონების და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

13 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ნოზაძის, ხევძმარის, დავით სარაჯიშვილის და ილორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ზღვისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, კლდეკარის, სუვოროვის, გორდის, ხერთვისის, ლამისყანის, იოსელიანის, ლაითურის და წერონისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ვაჟა-ფშველას II კვარტლის, ნუცუბიძის, გურიელის, მინდელის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი
11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტაბიძის, ლერმონტოვის, დადიანის და მაჩაბლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი
12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის და ახალი ხეივნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები