ინფორმაციული ტექნოლოგიები

Financial Times-მა წლის პერსონად Microsoft-ის CEO - სატია ნადელა დაასახელა

0 კომენტარი

ამერიკულმა გამოცემა Financial Times-მა წლის პერსონად კორპორაცია Microsoft-ის გენერალური მენეჯერი სატია ნადელა დაასახელა. გამოცემაში ამბობენ, რომ მაღალი ტექნოლოგიების სფეროში 2019 წელს ნადელამ განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.

როგორც Financial Times-ში განმარტავენ, ნადელას წლის პერსონად დასახელებისას მნიშვნელოვანი იყო, რომ კომპანიის სახელი იშვიათად ფიგურირებდა სკანდალებში. ბოლო წლებში კომპანია ძირითადად კონცეტრაციას არა ფიზიკურ პირებზე, არამედ კორპორაციულ შეკვეთებზე აკეთებს. 

გამოცემის ინფორმაციით, ნადელას ექვსწლიანი მუშაობის პერიოდში Microsoft-ის აქციონერების ჯამურმა მოგებამ ერთ ტრილიონს გადააჭარბა.

"მატერიალური სიკეთის ასეთი მასშტაბის შექმნა ნადელამ იმ პერიოდში მოახერხა, როდესაც დიდი ტექნოლოგიური კომპანიების წინაშე აქამდე არნახული გამოწვევები წარმოიშვა", — ნათქვამია მასალაში. 

ნადელამ მუშაობის პერიოდში Microsoft-ი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიად აქცია. გამოცემაში ამბობენ, რომ სფეროზე ნადელას საქმიანობის სრულ ზემოქმედებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, თუმცა უკვე გასაგებია, რომ მისი გავლენა დიდი იქნება. 

სატია ნადელა წარმოშობით სამხრეთ ინდოეთის ერთ-ერთი შტატიდანაა. მან Microsoft-ში მუშაობა 1992 წელს დაიწყო. ნადელას მაგისტრის ორი ხარისხი აქვს - კომპიუტერული მეცნიერებების და საქმიანი ადმინისტრირების. ნადელამ კორპორაციაში ერთერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელობიდან გენერალურ მენეჯერობამდე სრული გზა გაიარა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები