ეკონომიკა

თურნავა: ყველანი ვხედავთ მთავრობისა და სებ-ის მუშაობის დადებით შედეგებს

საქართველოს მთავრობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავა მთავრობის დასრულების შემდეგ, ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილებებს გამოეხმაურა.

თურნავას თქმით, ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ისტორიულ მაქსიმუმამდე ზრდა, ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობას აამაღლებს. თურნავას თქმით, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. 

" ბოლო გადაწყვეტილებები, რაც ეროვნულმა ბანკმა მონეტარული განაკვეთების მიმართულებით არის ის გადაწყვეტილებები, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ ლარის მსყიდველუნარიანობა ამაღლდეს და ეს პროცესი გაგრძელდება", — განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს და ამ პროცესის დადებითი შედეგები ყველასთვის თვალსაჩინოა.

"ჩვენ ყველანი ვხედავთ მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობის დადებით შედეგებს", — ამბობს, ნათია თურნავა. 

ცნობისთვის, სამომხმარებლო ფასების ზრდა ნოემბერში 7%-ს მიახლოვდა, რაც 2017 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კომენტარები