რუსეთი

მოსკოვში "ეფ-ეს-ბე"-ში სროლის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა

რამდენიმე წუთის წინ მოსკოვში "ეფ-ეს-ბე"-სთან სროლის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა. 

ადგილობრივი მედიები წერენ, რომ უცნობმა მამაკაცმა "ეფ-ეს-ბე"-ს მიმღებში ე.წ. კალაშნიკოვით ცეცხლი გახსნა. თავდამსხმელი გვერდითა შენობაში გაიქცა, სამართალდამცველებმა ის მოკლეს.

არაოფიციალური ინფორმაციით, სროლის შედეგად "ეფ-ეს-ბე"-ში სამი პირი მოკლეს.

მედიაში Baza აცხადებენ, რომ სულ სამი თავდამსხმელი იყო, რომლეთაგანაც 2 მოკლეს.

რუსული მედია "ეფ-ეს-ბე"-ზე დაყრდნობით ამბობს, რომ ერთი თავდამსხმელი იყო და ის მოკლეს. მომხდარზე დეტალები, ჯერჯერობით უცნობია.

სროლის შემდეგ მიმდებარე ქუჩები გადაკეტეს. ადგილზე სულ მცირე ხუთი სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა.

უცნობი თავდამსხმელის მოტივი. ასევე არ იციან, დამოუკიდებლად მოქმედებდა ის თუ არა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მოსკოვში ვლადიმერ პუტინის ყოველწლიური პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. პუტინი "ეფ-ეს-ბე"-ს ოფიცერი იყო მანამ, სანამ 20 წლის წინ პრეზიდენტი გახდებოდა.

კომენტარები