საქართველო - რუსეთი

პუტინი: რუსეთიდან ჩეჩნეთის გავლით საქართველოში გზის გაყვანის იდეა რეალიზებადია

EPA-EFE

ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე რუსეთიდან ჩეჩნეთის გავლით საქართველოში მაგისტრალის მშენებლობის იდეაზე ჟურნალისტის კითხვაზე უპასუხა, რომ ამ იდეის რეალიზების მიზანშეწონილობა არსებობს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ეს გეგმა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში ჯერ არ არსებობს.

"საქართველოსთან ნამდვილად არის დაკავშირების პრობლემები, განსაკუთებით ზამთარში, როდესაც ყველაფერს თოვლი ფარავს - რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ვიცით," - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

"რაც თქვენ თქვით, ეს კარგი იდეაა, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის ტრანსპორტის სამინისტროს გეგმებში. მაგრამ, ვიმეორებ, ცნობილია ეს იდეა და პრინციპში რეალიზებადია. მისი განხორციელების მიზანშეწონილობაც, რა თქმა უნდა, არსებობს," - წერს TASS პუტინის სიტყვებზე დაყრდნობით.

ერთი თვის წინ რამზან კადიროვმა საქართველოსკენ გზის გაყვანის აუცილებლობაზე ისაუბრა და ამ იდეას რეალიზებადი უწოდა. 

დღეს პუტინმა ყოველწლიური პრესკონფერენცია გამართა, რაც 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

კომენტარები