the witcher

Netflix-ზე მხედვარის პოზიციაზე ვაკანსია განათავსეს

expressen

Netflix-ზე საინტერესო ვაკანსია გამოჩნდა. სტრიმ სერვისი ეძებს მხედვარს (WITCHER).

"თქვენ მოტივირებული, შედეგზე ორიენტირებული მარტოხელა მგელი ხართ? თქვენ გიყვართ პრობლემების გადაწყვეტა და მონსტრებზე ნადირობა (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) ? გიხარიათ ვერცხლის ხმლით ჯადოსნური ცხოველების განგმირვა? თუ ეს ასეა, მაშინ Netflix არაჩვეულებრივ სამსახურს გთავაზობთ!" წერია განცხადებაში. 

Netflix-ის მიერ დაქირავებულ მხედვარს მოუწევს, რომ 190 ქვეყანაში 158 მილიონი გამომწერი დაიცვას. ასევე მას უნდა ჰქონდეს საკუთარი ჯავშანი და აღჭურვილობა, ხოლო დამთავრებული უნდა ჰქონდეს მხედვართა უმაღლესი სერტიფიცირებული აკადემია.


ფოტო: ტაბულა

მსურველებმა CV მისამართზე [email protected] უნდა გააგზავნონ. განცხადებაში ხელფასი მითითებული არ არის. 

სავარაუდოდა, სინამდვილეში ეს განცხადება დაცვის სამსახურის დეპარტამენტში ერთ-ერთი პოზიციისთვის ეძებს ადამიანს. 

 

კომენტარები