ვაჟა გაფრინდაშვილი

ვაჟა გაფრინდაშვილის ცოლი პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვს

"ვითხოვ აუცილებლად პრემიერმინისტრთან პირად შეხვედრას", - ამბობს საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ცოლი თამილა ლაფანაშვილი.

მისი თქმით, ისინი მიმართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა რაც შეიძლება სწრაფად გადაიჭრას და მოგვარდეს ეს საკითხი.

"ადამიანი ისჯება იმისთვის, რისიც სჯერა. მას არანაირი კრიმინალი, დანაშაული არ ჩაუდენია", - ამბობს თამილა ლაფანაშვილი.

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს, ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა გატაცების შემდეგ ოკუპანტებს უთხრა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით.

ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

კომენტარები