ვაჟა გაფრინდაშვილი

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი გიორგი გახარიას შეხვდა

0 კომენტარი

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა.

შეხვედრა რამდენიმე საათი გაგრძელდა და ცოტა ხნის წინ დასრულდა.

როგორც გაფრინდაშვილის შვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ამ დროისთვის, მათ არ შეუძლიათ ისაუბრონ ხელისუფლების სამოქმედო გეგმის შესახებ.

"შეხვედრა გვქონდა ბატონ გიორგი გახარიასთან, ასევე ბატონ ირაკლი ჩიქოვანთან და ბატონ ზურა აბაშიძესთან. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. მათი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები პირველივე დღიდან აქტიურად არიან ჩართულები, მაგრამ ახლა კიდევ უფრო გააძლიერებენ ქმედებებს, რადგან ჩვენი ერთადერთი ბერკეტი არის საერთაშორისო ზეწოლა და საერთაშორისო ორგანიზაციების კიდევ უფრო გააქტიურება", - ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი.

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს, ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა გატაცების შემდეგ ოკუპანტებს უთხრა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით.

ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები