გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

shutterstock

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქვემო ქართლში, გარემოსდაცვითი დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ქრთამის აღებისთვის დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.ლ-მ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეს, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე, ელექტროშოკის აპარატით უკანონო თევზჭერის მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1 000 ლარი", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

კომენტარები