ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს აფრთხილებს, რომ ადამიანის უფლებებზე კრიტიკა "ძვირად დაუჯდება"

The Straits Times

მას შემდეგ, რაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ყოველწლიური რეზოლუციით, რომლის ერთერთი მთავარი სპონსორი აშშ-ია, ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის უფლებების დარღვევა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა, ჩრდილოეთ კორეამ აშშ-მა გააფრთხილა, რომ მისი "მავნე სიტყვები" კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობას მხოლოდ გაზრდიდა.

ამის შესახებ განცხადებას ჩრდილოეთ კორეის სახელწიფო მედია საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს.

განცხადებიდან ვიგებთ, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ბირთვულ განიარაღებაზე ასეთი განცხადებები აშშ-ს "ძვირი დაუჯდებოდა".

"უკვე დაძაბულ ვითარებაზე ეს ცეცხლზე ნავთის დასხმაა," - ასე უწოდებენ ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაკრიტიკებას.

კიმ ჩენ ინმა ვაშინგტონთან მოლაპარაკებებისთვის ბოლო ვადად მიმდინარე წლის დასასრული განსაზღვრა. ჩრდილოეთ კორეაში ამბობენ, რომ აშშ შეცდომას დაუშვებს, თუ ამ გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს.

ნოემბრის ბოლოს ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი რაკეტა გამოსცადა.

ჩრდილოეთ კორეამ ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულა, რომ ბირთვული განიარაღების მოლაპარაკებებზე არ მოდიოდა და "დროის მოგებით" იყო დაინტერესებული. ჩრდილოეთ კორეის მხარემ თქვა, რომ აშშ-ზე იყო დამოკიდებული, თუ რა საჩუქრის მიღება სურდა საშობაოდ.

ახალი სატელიტური სურათების მიხედვით ჩრდილოეთ კორეა სატელიტებისა და საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების გასაშვებ ბაზას, რომელიც სინგაპურის სამიტზე დონალდ ტრამპთან შეთანხმების შემდეგ დაშალა, ახალი გამოცდებისათვის ამზადებს.

კომენტარები