ხანძარი ავსტრალიაში

ცეცხლის 100-ზე მეტი კერა და 4 დაღუპული მოქალაქე - ავსტრალიაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

The Guardian

ავსტრალიაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან - ნიუ საუს უელსში ცეცხლის 100-ზე მეტი კერაა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტურისტებს, რომლებსაც საშობაოდ ავსტრალიაში ჩასვლა სურთ, ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდეს.

ხანძრები ავსტრალიის 3 შტატში მაღალმა ტემპერატურამ და ძლიერმა ქარმა გამოიწვია.

სიდნეისა და მის ირგვლივ საგანგაშო დონეზეა.

"ყველას ვთხოვთ, არ იმოგზაუროს გზებზე, რომელიც ხანძრის კერებთან ახლოს გადის", - თქვა ნიუ საუს უელსის პრემიერმა.

ჰაერის ტემპერატურა 40 გრდუს ცელსიუსს აჭარბებს, ასევე, დაბალია ტენიანობა და ძლიერი ქარი ქრის.

სტიქიას 10 000-ზე მეტი მაშველი ებრძვის.

"ზოგ ტერიტორიაზე 12 თვეზე მეტია, არ უწვიმია", - ამბობს ნიუ საუს უელსის სამაშველო სამსახურის ინსპექტორი, ბენ შეფარდი.

ხანძარს მსხვერპლიც მოჰყვა. სიდეისთან ახლოს დაიღუპა 2 მოხალისე მეხანძრე.

ცეცხლმა ვიქტორიასა და სამხრეთ ავსტრალიის შტატებში ასევე ორი მოქალაქე იმსხვერპლა.

სექტემბრიდან ამ დრომდე ავსტრალიაში ხანძრებმა 8 ადამიანი იმსხვერპლა, დაიწვა 700-ზე მეტი სახლი, გადაიწვა მილიონობით ჰექტარი ტერიტორია.

ნიუ საუს ველსსა და სამხრეთ ავსტრალიაში დაიკეტა გზები და მაგისტრალები.

მოქალაქეები ავსტრალიის პრემიერმინისტრს, სკოტ მორისონს კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ უმოქმედობაში სდებენ ბრალს.

2018 წელს გაერომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავსტრალია არ აიღებს პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმების ვალდებულებებს.

მეხანძრეების გაერთიანების ლიდერი, ლეიტონ დრარი ამბობს, რომ ავსტრალია ხელისუფლების მხრიდან ლიდერობის ნაკლებობას განიცდის და ეს სამარცხვინოა.

უკმაყოფილება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ჰაერის ტემპერატურამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რეკორდულ მაჩვენებს მიაღწია და ცეცხლის ჩაქრობა კიდევ უფრო გაართულა მეხანძრეებისთვის, რომელთა დიდი ნაწილიც მოხალისეა.

მოქმედი პრემიერმინისტრი, მაიკლ მაკკორმაკი ამბობს, რომ კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯების გადადმის საჭიროებას აცნობიერებს, თუმცა ის, რაც ამ საკითხის ირგვლივ ხდება, "ისტერიაა".

კომენტარები