პრინცი ჰარი

სანტა კლაუსის ფორმაში ჩაცმულმა პრინცმა ჰარიმ დაღუპული ჯარისკაცების შვილებს მიმართა

0 კომენტარი
პრინცი ჰარი

სანტა კლაუსის ფორმაში ჩაცმულმა პრინცმა ჰარიმ დაღუპული ჯარისკაცების შვილებს მიმართა - ვიდეო გუშინ, 21 დეკემბერს გავრცელდა.

ვიდეოში პრინც ჰარის სანტა კლაუსის ფორმა აცვია და Scotty's Little Soldiers-ის ბავშვებს მიმართავს. Scotty's Little Soldiers 2010 წელს დაარსებული საქველმოქმედო ორგანიზაციაა, სადაც ისეთ ბავშვებს ეხმარებიან, რომელთა მშობლები ბრიტანულ არმიაში მსახურობისას დაიღუპნენ.

"ჰო, ჰო, ჰო! გამარჯობა ხალხო Scotty's Little Soldiers-ში, იმედი მაქვს საოცარ დროს ატარებთ. გავიგე, რომ წელს 190 ბავშვი ხართ, ამიტომ გთხოვთ გამოიწვიეთ ყველაზე დიდი ქაოსი, რაც ადამიანებს შეუძლიათ. თქვენგან რამდენიმე მათგანს წინა წლებში შევხვდი და ვიცი, უმეტესი თქვენგანი რამდენად ძლიერია. დიახ, მშობლის დაკარგვა ძალიან მძიმეა, მაგრამ ვიცი თითოეულ თქვენგანს ერთმანეთის დახმრებით საოცარი მომავალი ელის და თქვენ ასევე გექნებათ ფანტასტიკური შობა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და ვიცი, რომ დღეს თქვენ ღიმილიანი სახეები გექნებათ. გქონდეთ საოცარი შობა და ახალი წელი", - ამბობ პრინცი ჰარი ვიდეოში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები