1990-იანი წლები

თბილისის ომის დაწყებიდან 28 წელი გავიდა — დაპირისპირების ისტორია ფოტოებში

1991 წლის 22 დეკემბერს, თბილისის ომი დაიწყო. 28 წლის წინ ზვიად გამსახურდიას ეროვნული გვარდია ღიად დაუპირისპირდა. ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი, თენგიზ კიტოვანი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თენგიზ სიგუა ოპოზიციაში აღმოჩნდნენ. ზვიად გამსახურდიას, ასევე, დაუპირისპირდა ნახევრად გასამხედროუებული და შეიარაღებული ორგანიზაცია მხედრიონი და მისი დამფუძნებელი ჯაბა იოსელიანი.

სამხედრო მოქმედებების ეპიცენტრად რუსთაველის გამზირი და უზენაესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორია იქცა. დაპირისპირება სულ 13 დღე გაგრძელდა და 6 იანვარს გამსახურდიას ხელისუფლების დამხობით დასრულდა. თბილისში მიმდინარე საომარ მოქმედებებს სხვადასხვა მონაცემებით 113 ადამიანი ემსხვერპლა.

შეიარაღებულ დაპირისპირებას წინ მძიმე პოლიტიკური კრიზისი უძღოდა, რომელიც ქვეყანაში, დაახლოებით, ექვსი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, გაუქმდა საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობა და მას შინაგანი ჯარის სტატუსი მიენიჭა. თანამდებობა დატოვა პრემიერ-მინისტრმა, თენგიზ სიგუამ. ამბოხებულმა კიტოვანმა უარი თქვა გამსახურდიას ბრძანების შესრულებაზე და მის დაქვემდებარებაში მყოფი 15 ათას კაციანი პირადი შემადგენლობით თავდაპირველად რკონის ხეობაში, შემდგომ კი თბილისის ზღვაზე დაბანაკდა.

ამ დროისთვის უკვე დაპატიმრებული იყო გამსახურდიას კიდევ ერთი მოწინააღმდეგე, მხედრიონის დამფუძნებელი ჯაბა იოსელიანი. იოსელიანი 1991 წლის თებერვალში დააპატიმრეს. მან ციხე სამოქალაქო ომის მსველელობისას, 28 დეკემბერს მას შემდეგ დატოვა, რაც მისმა მომხრეებმა ციხე შტურმით აიღეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მიმდინარე ოპოზიციის მიტინგი


ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

ბარიკადებით ჩახერგილი რუსთაველის გამზირი, 1991 წლის შემოდგომა

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

ნოემბერში პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა, პარალელურად იზრდებოდა რუსთაველის გამზირზე ბარიკადების რაოდენობა


ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

შეიარაღებული პირები კოსტავას გამზირზე


ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

ოპოზიციის მიტინგზე სიტყვით გამოდის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა


ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

რუსთაველის გამზირზე აჯანყებულები გამოჩნდნენ


ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

პირველი გასროლა 22 დეკემბერს დილის რვა საათზე გაისმა


ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

თენგიზ კიტოვანი ეროვნული გვარდიის შტაბში


ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

 

რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორია დაპირისპირების დღეებში


ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

მშვიდობიანი მოქალაქეები დაპირსპირების ეპიცენტრთან 


ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

აჯანყებულები ცდილობენ შეაკეთონ ტანკი, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დროს დაზიანდა


ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

ასე გამოიყურებოდა ცისფერი გალერეა თბილისის ომის დღეებში

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

აჯანყებულებმა პირველივე საათებში მოახერხეს რუსთაველის გამზირზე მდებარე რამდენიმე შენობის დაკავება


ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

ერთ-ერთი აჯანყებულის AK-47


ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

საბრძოლო მოქმედებების შედეგად, რუსთაველის გამზირზე მდებარე მრავალი ისტორიული შენობა დაზიანდა


ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

მშვიდობიანი მოქალაქეები პირველი გიმნაზიის დაზიანებული შენობის ფონზე


ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

ჯაბა იოსელიანი მას შემდეგ, რაც მისი მომხრეების დახმარებით საპატიმრო დატოვა


ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

 

ასე გამოიყურებოდა უზენაესი საბჭოს შენობა ეზოდან


ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

 

მშვიდობიანი მოქალაქეები ჭიჭინაძის ქუჩაზე, სურათის გადაღების ადგილიდან რამდენიმე ათეულ მეტრში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს


ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

უზენაესი საბჭოს ერთ-ერთი მიტოვებული კაბინეტის მაგიდა


ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

ოპოზიციის მომხრეები გამარჯვებას აღნიშნავენ


ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

გადამწვარი რუსთაველის გამზირი


ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

ომის დასრულების შემდეგ მოქალაქეები ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებიან


ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

 

კომენტარები