შმაქსისტების აქცია

შმაქსის მძღოლები ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით შსს-სთან აქციას მართავენ

Girchi News

შსს-ს შენობასთან შმაქსის მძღოლები შეიკრიბნენ. ისინი პოლიციას მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ და მათთვის გამოწერილი 200 ლარიანი ჯარიმების გაუქმებას ითხოვენ.

მძღოლები ერთთვიან ვადას ითხოვენ იმისთვის, რომ ახალი ლოგო დაამზადონ განსხვავებული ტრაფარეტისთვის.

შმაქსის იდეის ერთ-ერთი ავტორი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ საკრებულომ ჩუმად დააკორექტირა დადგენილება, რომელიც "შმაქსისტების" წინააღმდეგაა მიმართული. 

"თბილისის საკრებულომ შეიტანა ცვლილება დადგენილებაში, რომ ნებისმიერი ნიშანი, რომელიც შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ტაქსის აბრა, ექვემდებარება დაჯარიმებას. დაიწყეს "შმაქსისტებზე" ნადირობა და მძღოლები დააჯარიმეს 200 ლარით. ჩვეულებრივი საბჭოთა "გაიშნიკებივით" იქცევიან", - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ. 

შმაქსები ქალაქში 2019 წლის ოქტემბერში გამოჩნდნენ, მას შემდეგ რაც ტაქსების რეფორმის ბოლო ეტაპი ძალაში შევიდა და თეთქრის გარდა ყველა სხვა ფერის მანქანას ტაქსაობა აეკრძალა. 

კომენტარები