ბილი აილიში

გამოცემამ The Guardian ბილი აილიში წლის არტისტად დაასახელა

The Guardian

ბილი აილიში გამოცემის The Guardian 2019 წლის რჩეული არტისტია. 

აილიშმა 13-14 წლის ასაკში  წარმატებას უკვე მიაღწია, მისი სიმღერა Ocean Eyes თაობის რჩეულ სიმღერად იქცა. მუსიკოსი თინეიჯერებს მათსავე  ენაზე, გახსნილად ესაუბრა, რადგან თვითონაც მათი თაობის წარმომადგენელი იყო. 18 წლის ასაკში ის ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელი გახდა, რომელიც Grammy-ს ოთხივე უმნიშვნელოვანეს კატეგორიაში წარადგინეს, მისი შესანიშნავი გამოსვლა კოაჩელაზე კი უამრავმა ადამიანმა აღნიშნა. 

როდესაც, გამოცემამ The Guardian ჰკითხა არტისტს, როგორია თინეიჯერისთვის ასეთი სავსე და არც თუ ისე ნორმალური ცხოვრებით ცხოვრება, აილიშმა უპასუხა:

"არასდროს მხიბლავდა ნორმალური ცხოვრება. იმას არ ვგულისხმობ, რომ ახლა როგორც ვცხოვრობ მთელი ცხოვრება ამაზე ვოცნებობდი, მაგრამ ის რისი კეთებაც ჩემხელებისთვის ნორმალური იყო, მე არ მინდოდა. ვერ აგიხსნით, ალბათ ძალიან გამაღიზიანებლად ვსაუბრობ! ძალიანაც მომწონს ყველაფერი ახლა როგორც არის. შეიძლება, რაღაც ნაწილები ჩემი ყოფისა ისეთი არ არის, როგორიც მინდოდა, მაგრამ ეს არ მაღელვებს, რადგან ამასთან ერთად ყველაფერი ის მაქვს რაზეც მიოცნებია!" გამოტყდა მუსიკოსი

კომენტარები