ავტოსაგზაო შემთხვევა

ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე ტრაილერის შეჯახების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

metro.us

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ბავშვია. 

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები