banksy

შობის სცენა ვარსკვლავის ნაცვლად ნატყვიარით - Banksy-ს ახალი ნამუშევარი ბეთლემში

0 კომენტარი
ფოტო: AFP

ბეთლემში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, Walled Off Hotel-ში ინგლისელი არტისტის, Banksy-ს ახალი ნამუშევარი გამოიფინა. შობის სცენაში ვარსკვლავი ნატყვიარი კედლითაა ჩანაცვლებული.

Walled Off Hotel ბეთლემში ორი წლის წინ გაიხსნა. ის ქალაქის გამყოფ კედელს გადაჰყურებს და მის მოწყობაში მონაწილეობა თავად არტისტმაც მიიღო.

"ეს შესანიშნავი გზაა ბეთლემის და შობის ისტორიის განსხვავებულად მოსაყოლად იმისათვის, რომ ხალხი მეტად დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორც ცხოვრობენ პალენსტინელები ბეთლემში." თქვა სასტუმროს მენეჯერმა.

ამავე სასტუმროს ერთ-ერთ ოთახის კედელზე Banksy-ს კიდევ ერთი ნამუშევარია, რომელიც პალესტინელსა და ებრაელს გამოსახავს ბალიშებით ჩხუბის დროს.

ისრაელმა ბეტონის გამყოფი კედლის მშენებლობა 2002 წელს დაიწყო. ის ძირითადად დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე გადის, საიდანაც, ისრაელის მთავრობის თქმით, პალესტინელების მხრიდან თავდასხმის საფრთხე დიდია.

სწორედ ამ კედელზე განათავსა Banksy-მ ერთ-ერთი ნამუშევარი: გოგონა, რომელიც ბუშტებს ჰაერში აჰყავთ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები