თბილისის ქუჩები, რომლებსაც 24 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 24 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თაბორის მთის, შოთა ნიშნიანიძის, შავთელის, ილია და ნინო ნაკაშიძეების, ბარათაშვილის, ჩახრუხაძის, ერეკლე მეორეს, ავლევის და გრიშაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ღრმაღელე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების Xა, Xბ მიკრორაიონების, სანზონის დასახლების, გურამიშვილის გამზირის, ღრმაღელეს, სანერგეს, ქსნის, ჩარგლის და ქვიშხეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თორნიკე ერისთავის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, საბანაკოს დასახლების, გუჯარეთის, მელაანის, ალექსანდრე თანდაშვილის, თამაზ პაპიაშვილის, ჯორჯ ბუშის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, საბურთალოს და სულხან ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, პეკინის გამზირის, არჩილ სულაკაურის, იოსებიძის და დელისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები