პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

ბოლო 200 წლის განმავლობაში პირველად პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში საშობაო წირვა არ ჩატარდება

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

უკანასკნელი 2 საუკუნის განმავლობაში პირველად 25 დეკემბერს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში საშობაო წირვა არ ჩატარდება.

850 წლის კათედრალის სახურავი და კოშკი მიმდინარე წლის აპრილში ხანძარმა გაანადგურა.

ტაძარში საშობაო წირვა 1803 წლიდან ყოველ წელს ტარდებოდა და ღია იყო როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, ასევე ნაცისტური უკოპაციისას. თუმცა, როგორც ტაძრის მესვეურების ამბობენ ხანძრის შემდეგ სხვა არჩევანი არ დარჩათ.

წირვა მახლობლად მდებარე სენ-ჟერმენ-ლ'ოქსერუას ტაძარში ჩატარდება.

კათედრალის სარეკონსტუქციო სამუშაოები უკვე დაიწყო და როგორც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა 5 წელიწადში დასრულდება.

15 აპრილს ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით კვლავ დაუდგენელია. მიუხედავად იმისა, რომ ხანძრის გამო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული კათედრალის ხის უძველესი კონსტრუქცია დაიწვა და ტაძრის სახურავის ნაწილი და კოშკი ჩაინგრა, მაშველებმა მოახერხეს კათედრალის ქვის მთავარი სტრუქტურის, მათ შორის ორი კოშკის გადარჩენა. ასევე გადარჩა ტაძრის შიგნით განთავსებული რელიგიური ნივთები და ტაძრის ცნობილი ვიტრაჟები.

ხანძრის შემდეგ, პირველი მესა ივნისში ჩატარდა. ტაძარში შესვლის უფლება მხოლოდ 30-მდე ადამიანს მისცეს და მათ უსაფრთხოების მიზნით ჩაფხუტები ეხურათ. მესას მხოლოდ სასულიერო პირები და ტაძარში დასაქმებული ადამიანები ესწრებოდნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სიღნაღში ბავშვის დედა დააკავეს

კომენტარები