ავარია ვირჯინიაში

ვირჯინიის შტატში ერთმანეთს 69 ავტომანქანა შეეჯახა, დაშავდა 51 ადამიანი [ფოტო]

0 კომენტარი
ფოტო: NBC

აშშ-ში ვირჯინიის შტატში ერთმანეთს 69 ავტომანქანა შეეჯახა. NBC News-ი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე 51 ადამიანი დაშავდა. ზოგი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. 

შემთხვევა დილის 7:51 საათზე, საავტომობილო ხიდზე მოხდა. შტატის პოლიციის თქმით, ავარიის გამომწვევი მიზეზი მოყინული გზა და ცუდი ხილვადობა გახდა, რომელიც ძლიერმა ნისლმა გამოიწვია. 

მაშველები ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ, რადგან მანქანები ერთმანეთის ქვეშაც მოყვნენ. მათ განცალკევებას და გზის გასუფთავებას დიდი ძალისხმევა და დრო დასჭირდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები