მეცნიერება

როგორი იქნებოდა ცნობილი ხილი და ბოსტნეული, ადამიანს რომ არ მოეშინაურებინა

0 კომენტარი

ბოლო პერიოდში გახშირდა გენმოდიფიცირებული საკვების წინააღმდეგ მიმართული კამპანიები. შეიძლება, გარკვეული პროდუქტის გენეტიკური მოდიფიცირება ახალია, თუმცა ამ საქმიანობას კაცობრიობა საუკუნეების განმავლობაში ახორციელებდა. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ჩვენს წინაპრებს ამისთვის გაცილებით დიდი დრო და მოთმინება სჭირდებოდათ. მას შემდეგ, რაც მიწათმოქმედება არსებობს, ადამიანები ცდილობენ, მოიყვანონ რაც შეიძლება დიდი, უკეთესი და ნოყიერი საკვები. სწორედ ხელოვნური შეჯვარების ასობით წლის პრაქტიკას უნდა ვუმადლოდეთ, რომ დღეს ხილისა და ბოსტნეულის ამხელა არჩევანი გვაქვს. 

 

ველური საზამთრო

მე-17 საუკუნის მხატვრის, ჯოვანი სტანჩის ნატურმორტზე შეგვიძლია ვნახოთ დღევანდელი საზამთროსგან სრულიად განსხვავებული ხილი, რომელიც ველური საზამთროა. ტილო 1645-დან 1672 წლებშია დახატული, მასზე ასახული ველური საზამთროს შიგთავში ექვსი წრიული ფორმის საჭმელად ვარგისი ნაწილისგან შედგება, კურკებიც გაცილებით დიდია და ხილის უდიდესი ნაწილი თეთრ, საჭმელად უვარგის მასას უჭირავს. 

დროთა განმავლობაში ადამიანებმა მოახერხეს და ხელოვნურად გამოიყვანეს საზამთროს თანამედროვე ჯიში, რომელიც გაცილებით უფრო მიმზიდველი და წვნიანია, ვიდრე ზემოთ ნახატაზე ჩანს. დღეს მარტივად შეგვიძლია, ვიყიდოთ ხასხასა წითელი და წვნიანი, მათ შორის უკურკო და დიდი საზამთრო. 

 

ველური ბანანი

თანამედროვე ბანანის წინაპრები 10 000 წელს მაინც ითვლიან, თუმცა შორეული წინაპარი კენკრას უფრო ჰგავდა, ვიდრე თანამედროვე ბანანს, რომელიც საუკუნოვანი შეჯვარების ნაყოფია. ველური და მოშინაურებული ხილის მთავარი განმასხვავებელი კურკების სიდიდეა. 

თანამედროვე ბანანს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ბანანის მასობრივი წარმოება მხოლოდ 1834 წელს დაიწყო, როცა ხილი კარიბის რეგიონში გადმოიტანეს. გასული საუკუნის დასაწყისში კი სოკოვანი დაავადების გავრცელების გამო, რომელმაც მთელი პლანტაციები გაანადგურა, ბანანის წარმოება ფაქტობრივად ჩავარდნის პირას აღმოჩნდა. მეცნიერების წყალობით, გამოიყვანეს ახალი ჯიშის ბანანი, რომელიც ამ ტიპის დაავადებებს გაუმკლავდა. სწორედ ამ სახეობის ბანანს ვჭამთ დღესაც. 

 

ველური ბადრიჯანი

არსებობის ისტორიის განმავლობაში ბადრიჯანს სხვადასხვანაირი ფორმა და ზომა ჰქონდა მანამ, სანამ ჩვენს მაგიდებზე თანამედროვე სახით აღმოჩნდებოდა. ბადრიჯნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახეობა ჩინეთშია აღწერილი. ბადრიჯნის პირველ თაობას ნაყოფსა და ყვავილს შორის ეკლები ჰქონდა. ამ მცენარის წინაპრები ზომაშიც გაცილებით პატარები იყვნენ და ფორმაც განსხვავებული ჰქონდათ. 

თანამედროვე ბადრიჯანი უფრო დიდი და გრძელია. მისი კვებითი ღირებულებაც გაცილებით აღემატება წინაპრებისას, რაც კარგად გვაჩვენებს, რა გასაოცარი შედეგები შეიძლება მოიტანოს ხელოვნურმა მოდიფიცირებამ. 

 

ველური სტაფილო

მცენარე, რომლისგანაც თანამედროვე სტაფილო გამოიყვანეს, სპილოსძვლისფერი ფესვი იყო. სტაფილო ცენტრალურ აზიაში, ძვ.წ. აღ. 900 წელს მოიშინაურეს, ეს სახეობა მეწამული და ყვითელი იყო. არსებობს ასევე ძველი ბერძნულ-რომაული ჩანაწერები, რომლებიც აღწერს თეთრი ფერის საჭმელად ვარგის ფესვებს, რაც შესაძლოა სწორედ სტაფილოს ერთ-ერთი წინაპარი ყოფილიყო, თუმცა ეს ზუსტად არ ვიცით. 

ფერმერთა შრომის წყალობით დღეს უკვე გვაქვს თანამედროვე გემრიელი, სტაფილოსფერი სტაფილო, რომელიც აღარ არის ჩანგლის მსგავსი ფესვი და რომელიც გინესის რეკორდების მონაცემის მიხედვით 6 მეტრზე დიდიც შეიძლება გაიზარდოს! 

 

ველური სიმინდი

თანამედროვე სიმინდის წინაპარი საუკეთესო მაგალითია იმის გასააზრებლად,  რამდენად დიდი მოთმინება და დრო შეიძლება დასჭირდეს ხელოვნური შეჯვარების შედეგად სასურველი სახეობის გამოყვანას.  ძველ სიმინდს - ტეოსინტეს- ძვ. წ. აღ. 7000 წლისთვის გამომშრალი, უმი კარტოფილის გემო ჰქონდა, ოდნავ აღემატებოდა 19 მილიმეტრს და მხოლოდ 8 ნაირსახეობით გამოირჩეოდა. ეს მაგარმარცვლიანი მცენარე მხოლოდ ცენტრალურ ამერიკაში მოდიოდა. 

სიმინდი, რომელსაც დღეს მივირთმევთ, სრულიად განსხვავდება მისი წინაპრისგან. იგი 1000-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე ძველი სახეობის წარმომადგენელი, აქვს სხვადასხვა ფერი და იზრდება 69 ქვეყანაში. 

ატამი იმ ხილთაგან ერთ-ერთია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ისტორიული წყაროების მიხედვით, პირველი ატამი ძვ. წ. აღ. 6000 წლისთვის მოიყვანეს ჩინეთში, ჟეჯიანგის პროვინციაში. კარგად მოშინაურებული ატამი უკვე იაპონიაში გამოჩნდა 1200 წლის შემდეგ. ის თანამედროვე ატმისგან დიდად არ განსხვავდებოდა, თუ არ ჩავთვლით კურკის უფრო დიდ ზომას. 

თანამედროვე ატმის სახეობა სპარსეთშია გამოყვანილი, იგი შემდგომში გაიტანეს ევროპაში. მათ აქვთ ყვითელი ან თეთრი, ზოგჯერ მოწითალო შეფერილობა და განირჩევიან ორგვარად: კურკასმიწებებულები (clingstones) და კურკამოშორებადები (freestones).

 

ველური კომბოსტო

Brassica oleracea არის თანამედროვე კომბოსტოს, ბროკოლის, ყვავილოვანი კომბოსტოს, კალესა და სხვათა წინაპარი. მოშინაურებული კომბოსტოს ისტორია ანტიკურ ბერძნულ-რომაულ დრომდე უცნობია, თუმცა ჩანაწერების მიხედვით ვიცით, რომ კომბოსტო ადრეულ ეპოქებშიც საკმაოდ პოპულარული ბოსტნეული ყოფილა. 

წინაპართან შედარებით თანამედროვე კომბოსტო გაცილებით სავსე და ნოყიერია. 

 

ველური პომიდორი

სანამ პომიდვრის წინაპრებზე საუბარს დავიწყებთ, მაინც შეგახსენებთ, რომ პომიდორი არა ბოსტნეული, არამედ ხილია. თანამედროვე პომიდორი კი ძალიან განსხვავდება მისი ადრეული სახეობისგან. ველური პომიდვრები კენკრას უფრო გვანან, ვიდრე ხილს მათი ზომის გათვალისწინებით. ველური პომიდვრის სახეობა - Solanum pimpinellifolium- დღესაც იზრდება ეკუადორსა და პერუში. ისინი საჭმელად ვარგისია, თუმცა დიდად გამორჩეული გემო არ აქვთ. ისინი ძირითადად სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის გამოიყენება უკეთესი ჯიშის გამოსაყვანად. 

თანამედროვე პომიდორი ველურ სახეობაზე დიდია. დღეს ფართო არჩევანი გვაქვს: შეგვიძლია, შევიძინოთ როგორც “მარწყვა” პომიდორი (Solanum lycopersicum var. cerasiforme), ისე უფრო დიდი ზომის Giant Heirloom.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები