House of the Dragon

GAME OF THRONES-ის პრიქველის ახალი თიზერი გამოვიდა

House of the Dragon

რამდენიმე საათის წინ, Game of Thrones-ის პრიქველის House of the Dragon-ის ახალი თიზერი გამოვიდა.

პრიქველი სერიალამდე 300 წლით ადრინდელ, ტარგარიენების გვარისა და სახლის შექმნის ისტორიას მოგვითხრობს. House of the Dragon-ში მაყურებელი ნახავს აეგონ დამპყრობელის დეტალურ ისტორიასაც.

სერიალის შემქმნელები ჯორჯ მარტინი და რაიან კონდალი არიან. რაიან კონდალთან ერთად სცენარსა და დამატებით სერიებზე იმუშავებს მიგელ საპოჩნიკიც.

House of the Dragon 2021 წელს გამოვა.

 

კომენტარები