საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახური "ლუკოილში" შევიდა

Commersant.ge

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კომპანია ლუკოილში შევიდა. მთავარი არხის გავრცელებული ინფორმაცია ტაბულას საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს, თუმცა უწყებაში დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. 

პრესსამსახურის ცნობით, "კომპანიაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს". მთავარი არხის ინფორმაციით კი, გამომძიებლებმა კომპანიიდან დოკუმენტაცია უკვე გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია "ლუკოილს" ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სახელი უკავშირდება. ის Lukoil Georgia-ს გენერალური დირექტორის მოადგილე იყო.

კომენტარები