ცნობილი ადამიანები

ნიკოლ კიდმანის, ელენ დეჯენერესის და სხვა ცნობილი ადამიანების ხელფასები ცნობილია

კინოინდუსტრია ყოველწლიურად იცვლება და ამას 17 დეკემბერს, გამოცემა Variety-ს მიერ გამოქვეყნებული მსახიობებისა და წამყვანების ხელფასების ოდენობებიც ადასტურებს.

Variety-მ გამოაქვეყნა, რამხელა ხელფასს იღებენ მსახიობები სერიალის თითოეულ ეპიზოდებში, წამყვანები და მომღერლები კი სხვადასხვა პროექტებში.

სია შემდეგნაირად გამოიყურება:

Little Fires Everywhere (Hulu) - რიზ უიზერსპუნსა და კერი ვაშინგტონს თითო სერიაში 1.1 მილიონი დოლარი.

Nine Perfect Strangers (Hulu) - ნიკოლ კიდმანს თითო სერიაში 1 მილიონი დოლარი.

This Is Us - მენდი მურის, ჯასტინ ჰარტლის, სტერლინ ბრაუნს თითო სერიაში 250 000 დოლარი.

Modern Family (ABC) - ედ ო'ნილის, სოფია ვერგარას, ერიკ სტოუნსტრიტს, ჯული ბოუენს თითო სერიაში 500 000 დოლარი.

Yellowstone (Paramount) - კევინ კოსტნერს თითო ეპიზოდში 500 000 დოლარი.

Stranger Things (Netflix) - მილი ბობი ბრაუნს, დევიდ ჰარბორსა და ვაიონანა რაიდერს თითო ეპიზოდში 350 000 დოლარი.

ელენ დეჯენერესი (Netflix) - მისი პროექტისთვის ნეტლიფქსზე მას 20 მილიონი დოლარიდან 25 მილიონ დოლარამდე აქვს.

Rhythm & Flow (Netflix) - Cardi B-ის და Chance the rapper-ს 500 000 დოლარი გადაუხადეს.

კომენტარები