სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

კახიძე: სახ. დეპ. დაბეჯითებით მოითხოვს, ხელისუფლებამ პროკურატურა პოლიტიკურად არ გამოიყენოს

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს წევრის ოთო კახიძის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ განცხადებაში საქართველოს ხელისუფლებისგან დაბეჯითებით მოითხოვს, რომ პროკურატურა არ გამოიყენოს პოლიტიკურ ინსტრუმენტად და ამავე დროს ხაზგასმულია საარჩევნო რეფორმის აუცილებლობა. კახიძის თქმით, ეს ის თემებია, რაზეც ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას 

"რაც შეეხება, მეოთხე ტალღის რეფორმა, დიპლომატიური ეტიკეტის საკითხია, რომ ერთი რაღაც პოზიტივი ჩაეწერათ და 13 ივნისის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ 13 ივნისის განცხადება, როდესაც მათ მოიწონეს მეოთხე ტალღა, იმის შემდეგ, როგორც ჩანს, ქვეყანაში აღარაფერი მომხდარა კარგი, რომ ჩაეწერათ განცხადებაში. მეოთხე ტალღის რეფორმა მართლაც წინ გადადგმული ნაბიჯია საკანონმდებლო დონეზე, თუმცა ამის შემდეგ ჩვენ მივიღეთ მოსამართლეთა ის სია, რომელიც ზარ-ზეიმით დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა," - ამბობს კახიძე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს პროკურატურის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მორგან ორტაგუსის განცხადებაშია ნათქვამი. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ აშშ მხარს უჭერს დაცულ, კეთილდღეობით სავსე და დემოკრატიულ საქართველოს.

"დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაამყაროს მისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლების და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი და უზრუნველყოს პროკურატურის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან," -  წერია განცხადებაში. 

 

კომენტარები