აშშ - საქართველო

აშშ 2020 წელს საქართველოს 132 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს

Shutterstock

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 20 დეკემბერს მოაწერა ხელი კონგრესის შეჯამებული გამოყოფილი სახსრების აქტს, რომლის მიხედვითაც 2020 წელს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მინიმუმ 132 025 000 დოლარს გამოუყოფს.

როგორც კონგრესის აქტში ვკითხულობთ, საქართველოსთვის მომავალ წელს დახმარების სახით იქნება გამოყოფილი არანაკლებ 132 025 000 მილიონის დოლარისა.

ამავე აქტის ფარგლებში აშშ მინიმუმ 448 მილიონ დოლარს გამოუყოფს უკრაინას.

გასული 28 წლის მანძილზე, სხვადასხვა მიზნებისთვის აშშ-ს უკვე 4 348 400 000 აქვს გამოყოფილი საქართველოსთვის.

კომენტარები