სტალინიზმი

რუსეთის სკოლაში მე-6 კლასელებს სტალინის იუბილის აღსანიშნავი გაკვეთილი ჩაუტარეს

Kasparov.ru

21 დეკემბერს რუსეთში, ქალაქ პენზის სკოლაში მე-6 კლასელი ბავშვებისთვის სტალინის დაბადებიდან 140-ე იუბილის აღსანიშნავად სპეციალური გაკვეთილი ჩაატარეს

ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის კომუნისტურმა პარტიამ გაავრცელა ორი დღის შემდეგ. 

სტალინის იუბილისადმი მიძღვნილი გაკვეთილის ორგანიზატორი სკოლის დირექტორი, კომუნისტური პარტიის აქტიური წევრი, დმიტრი ფილიაევია. მისი განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება სტალინის რევოლუციურ საქმიანობასა და მეორე მსოფლიო ომის პერიოდზე გაკეთდა. 

რაც შეეხება, მასობრივ პოლიტიკურ რეპრესიებს, უდანანაშაულო ადამიანების დახვრეტასა და მონური შრომის ბანაკებში- გულაგებში- მათ გამომწყვდევას, ეს საკითხები გაკვეთილზე არ განხილულა, რადგან, როგორც სკოლის დირექტორმა უთხრა ბავშვებს: "ეს თანამედროვე მასობრივი მედიის მიერ გავრცელებული მითებია."

ქალაქის საგანმანათლებლო ინსტიტუციების პოზიცია ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ამ ფაქტს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელებში. 

კომენტარები