ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

პრინც ჰარის და მეგან მარკლის პირველი საშობაო ბარათი ვაჟთან ერთად

სასექსის ჰერცოგინიამ, მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ საშობაო ბარათი გამოაქვეყნეს, სადაც მათი ვაჟი არჩიც ჩანს.

არჩისთვის ეს პირველი შობის დღესასწაულია. 7 თვის პრინცი საშობაო შავ-თეთრ ფოტოზე დედის და მამის შუაშია მოქცეული.

ფოტო ტვიტერზე გვერდმა The Queen’s Commonwealth-მა გაავრცელა.


ფოტო: twitter.com/queenscomtrust

მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ბიჭი, სახელად არჩი, 6 მაისს შეეძინათ, წყვილისთვის ეს პირველი შვილია. არჩი ჰარისონ მაუნტბატენ-უინძორი დედოფალი ელიზაბეტისთვის მეშვიდე შვილიშვილია.

წყვილმა 2018 წლის 19 მაისს უინძორის სასახლეში იქორწინა.

კომენტარები