ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მსახიობი ქალი, ჰოლივუდის სიმბოლო, საინტერესო და ტრაგიკული პიროვნება, ავა გარდნერი 1922 წლის 24 დეკემბერს დაიბადა. ის ცნობილი გახდა ფილმებით "The Killers", "THE SNOWS OF KILIMANJARO", "Mogambo".
"საკუთარი ცხოვრების ხელახლა გამოვლის საშუალება რომ მქონდეს, არაფერს შევცვლიდი. შეიძლება რამდენიმე დეტალს აქა-იქ, მაგრამ არაფერ ფუნდამენტურს. სიმართლე კი ისაა, ჩემო ძვირფასო, რომ არაჩვეულებრივი ცხოვრება მქონდა. ო, მშვენიერი დრო ვატარე!" - ავა გარდნერი