სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

თურნავა: სახ. დეპარტამენტის განცხადება საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერაა

ნათია თურნავა
ტვ იმედი

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე ამბობს, რომ ეს საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერაა. მისი თქმით, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო ერთერთი ყველაზე პროამერიკულად განწყობილი და სტრატეგიულ პარტნიორია რეგიონში.

"აშშ-ის მთავრობა მკაფიოდ უჭერს მხარს ჩვენს პოლიტიკას და რეფორმებს, რომელიც ტარდება საქართველოში. დემოკრატიულ რეფორმებს. მათ შორის, ცალსახად არის აღნიშნული რომ ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს სასამართლო რეფორმასთან მიმართებაში, მეოთხე ტალღასთან მიმართებაში"- ამბობს თურნავა. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს პროკურატურისა და სასამართლოს თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მორგან ორტაგუსის განცხადებაშია ნათქვამი. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ აშშ მხარს უჭერს დაცულ, კეთილდღეობით სავსე და დემოკრატიულ საქართველოს.

"დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაამყაროს მისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლების და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი და უზრუნველყოს სასამართლოს და პროკურატურის სისტემის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან" - წერია განცხადებაში. 

კომენტარები