სახაზინო ობლიგაციები

ფინანსთა სამინისტრომ 70 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ეროვნული ბანკის ცნობით, დღეს, 24 დეკემბერს ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა.

ფასიანი ქაღალდების ვადიანობა ხუთი წელია. გადახდა წელიწადში ორჯერ, ექვს თვეში ერთხელ უნდა მოხდეს.

აუქციონში ოთხი კომერციული ბანკი იღებდა მონაწილეობას და მოთხოვნა 181 500 000 ლარს შეადგენდა.

მინიმალური განაკვეთი 9.3%-ს შეადგენდა, მაქსიმალური - 9.43%-ს, ხოლო საშუალო შეწონილი 9.418%-ს. კუპონური განაკვეთი 7%-ს შეადგენდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები