ქრთამის აღება

სუს-მა ქრთამის აღებისთვის VI საარტილერიო ბრიგადის შტაბის უფროსი დააკავა

რუსთავი 2

სუს-მა, თავდაცვის სამინისტროს გენ.ინსპექციასთან თანამშრომლობით, ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის VI საარტილერიო ბრიგადის შტაბის S-3-ის უფროსი ს.ბ. დააკავა.

სუს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ს.ბ.-მ საქართველოს მოქალაქეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის დაწყების, ფიზიკურ მომზადებაში ნორმატივის ჩაბარების და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო მისიით მონაწილეობის მისაღებად გამგზავრების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 2500 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 1000 აშშ დოლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6- დან 9 წლამდე.)

საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო იძიებს.

კომენტარები