ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში აქციის დასაშლელად სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა

REUTERS

ჰონგ-კონგში შობის წინა საღამოს აქციის დასაშლელად სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა. მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცრაზმი წიწაკის პრესის და ხელკეტებსაც იყენებს.

საპროტესტო აქციაში ათასობით ადამიანი იღებს მონაწილეობას. 

აქციის მონაწილეთა ნაწილი ქალაქის რამდენიმე სავაჭრო ცენტრში შევიდა, სადაც უფორმო პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

სავაჭრო ცენტრებში სპეცრაზმიც შევიდა. მომიტინგეები სამართალდამცავებს ქოლგებს ესროდნენ. ერთერთმა სპეცრაზმელმა მომიტინგეებს ცეცხლსასროლი იარაღი დაუმიზნა, თუმცა არ უსროლია.

ამჟამინდელი ინფორმაციით, პოლიციამ რამდენიმე მომიტინგე დააკავა. 

"ჩვენ თავისუფლებისთვის, ჩვენი მომავლისთვის ვიბრძვით," - ამბობს ერთერთი მომიტინგე.

შობის ღამეს მომიტინგეები მშვიდობიანი და მდუმარე აქციის გამართვას აპირებდნენ, თუმცა, პოლიციამ ისინი გააფრთხილა, რომ ქუჩები არ გადაიკეტებოდა და სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში სათანადო ზომებს მიიღებდნენ.

ჰონგ-კონგში აქციები თავდაპირველად კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო, რაც რამდენიმე თვეში დაკმაყოფილდა, თუმცა დროთა განმავლობაში მომიტინგეების მოთხოვნები გაიზარდა. ისინი ახლა პოლიციის უფლებამოსილების გადამეტების დამოუკიდებელ გამოძიებას, თავისუფალ არჩევნებს და ზოგადად, პეკინის გაზრდილი გავლენისგან გათავისუფლებას ითხოვენ. აქციები არაერთხელ ძალადობრივად დაშალეს.

რამდენიმე დღის წინ, როდესაც ჰონგ-კონგის აქციებს 6 თვე შეუსრულდა, ჰონგ-კონგში დაახლოებით, 1 მილიონი ადამიანი შეუერთდა საპროტესტო აქციას.

კომენტარები