ძაღლები

ირლანდიაში თავშესაფრის ძაღლებმა საახალწლო საჩუქრები თვითონ აარჩიეს - ვიდეო

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ადამიანები ერთმანეთისთვის საჩუქრებს ყიდულობენ და შემდეგ საზეიმო ვითარებაში ჩუქნიან. ირლანდიაში, კერძოდ კი დუბლინში საჩუქრების ჩუქნა არც უსახლკარო ძაღლებისთვის დავიწყებიათ.

დუბლინში მდებარე ძაღლების თავშესაფარში Dog Trust-ში გადაწყვიტეს, რომ ძაღლებისთვის საახალწლო საჩუქრები ეჩუქებინათ, ოღონდ ეს ორიგინალური გზით გააკეთეს - საჩუქრები სამ ხაზად დააწყვეს და თავად ცხოველებს მისცეს საშუალება თვითონ აერჩიათ რა უნდოდათ.

საჩუქრები, რომლებიც ძაღლებისთვის იყო განკუთვნილი, მთლიანად შემოწირულობების ხარჯზე იყო შეძენილი.

"როგორც თქვენ ნახავთ, ზოგიერთი ძაღლისთვის სათამაშოს არჩევა საკმაოდ რთული იყო და ზოგიერთი ყველაზე ხმაურიანი სათამაშოთი მოიხიბლა", - დაწერა Dogs Trust-მა.

კომენტარები