ვითარება ციხეებში

წულუკიანი: პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც ომბუდსმენი იყო, წამება აღმოფხვრილია

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, 4 ყველაზე დიდ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, წამება და არა ადამიანური მოპყრობა აღმოფხვრილია. წულუკიანი ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე სახალხო დამცველის ანგარიშს ეხმაურება. 

"არსებობს ერთეული შემთხვევები, როდესაც არა ეთიკურად მოეპყრო რომელიმე ინსპექტორ-კონტროლიორი თანამშრომელს. რეალობა არის ამ ანგარიშში იმასთან დაკავშირებით, რომ მამაკაცთა დაწესებულებებში - იქ, სადაც დახურული სივრცეა, პატიმრები ერთმანეთს ან ვერბალურად, ან ფიზიკურად უპირისპირდებიან ხოლმე და არის არა მხოლოდ შელაპარაკება, არამედ ჩხუბიც. აქედან გამომდინარე, ყოველ შემთხვევაზე იწყება გამოძიება,“ - ამბობს წულუკიანი.

სახალხო დამცველი სპეციალურ ანგარიშში ციხეებში არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს. ომბუდსმენი მიუთითებს, რომ არაფორმალური მმართველები პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან და სხვა პატიმრებს აიძულებენ დაემორჩილონ მათ წესებს. ანგარიშში საუბარია ფიზიკურ და მძიმე ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, გამოძალვაზე, დამცირებაზე.

კომენტარები