მოხატული სოფელი

97 წლის კაცი, რომელმაც ტაივანში სოფელი შენობების მოხატვით დანგრევას გადაარჩინა [გალერეა]

97 წლის კაცმა, საკუთარ სოფელში შენობები მოხატვით დანგრევას გადაარჩინა. 97 წლის ჰუანგ იუნგ ფუ ცნობილია როგორც "კაცი ცისარტყელა", მას შემდეგ რაც მან საკუთარი სოფელი ფერადი ნახატებით მორთო.

10 წლის წინ ტაივანის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ სოფელში შენობები დაენგრია და თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსები აეშენებინა, რადგან კაცი ბოლო მცხოვრები იყო ამ სოფელში. მას შესთავაზეს ფული რომ საცხოვრებლად სადმე სხვაგან გადასულიყო, თუმცა მან ფულზე უარი თქვა და სოფლის მოხატვა დაიწყო. მას შემდეგ რაც, ის და მის მიერ მოხატული სოფელი ხალხში პოპულარული გახდა მთავრობამ გადაწყვიტა შენობები შეენარჩუნებინა

ახლა კი ტაივანის ამ "ცისარტყელა სოფელს" დასათვალიერებლად ყოველწლიურად მილიონამდე ადამიანი სტუმრობს.

 

კომენტარები