თბილისის მერია

ნაძვის ხის ანთების გამო 25 დეკემბერს რესპუბლიკის მოედნიდან მოძრაობის სქემა შეიცვლება

0 კომენტარი

თბილისის მერიის ინფორმაციით, ხვალ, 25 დეკემბერს, ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გამო პირველი რესპუბლიკის მოედნიდან გზის რამდენიმე მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვლება. 

25 დეკემბრის 10:00 საათიდან თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირისა და კოსტავას ქუჩისკენ მოძრავი ტრანსპორტი სასტუმრო „რედისონთან“ მდებარე პანდუსს გაივლის, ჯავახიშვილის ქუჩაზე მობრუნდება (ყოფ. ელბაქიძის დაღმართი) და გზას რუსთაველის გამზირზე განაგრძობს. 18:00 საათიდან კი თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირისკენ ტრანსპორტი მესხიას ქუჩის გავლით იმოძრავებს. 

ანალოგიური სქემით იმოძრავებენ N15 და N61 მიკროავტობუსები. 

"სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში ღონისძიებების დასრულებისთანავე აღდგება. ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას მონიტორინგს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გაუწევენ. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის",-ვკითხულობთ განცხადებაში. 

ხვალ, 25 დეკემბერს, საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება და საშობაო სოფელი გაიხსნება. ნაძვის ხეში ბიუჯეტიდან თითქმის მილიონი ლარი იხარჯება - ნაძვის ხის ღირებულება 305 ათასი ევროა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები