კევინ სპეისი

“გეგონათ, ბედნიერ შობას არ გისურვებდით?” - კევინ სპეისის ახალი ვიდეო

კევინ სპეისიმ ახალი საშობაო ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც KTWK ჰქვია და მსახიობი, როგორც House of Cards-ის გმირი ფრენკ ანდერვუდი, ისე საუბრობს.

ვიდეოში კევინ სპეისი ბუხართან ზის და მისი საუბარი ერთი წუთის განმავლობაში გრძელდება.

"გეგონათ, გამოვტოვებდი შანსს, თქვენთვის ბედნიერი შობა მესურვებინა, არა? ძალიან კარგი წელი იყო და მადლიერი ვარ, რომ ჩემი ჯანმრთელობა დავიბრუნე. ჩემს ცხოვრებაში ცვლილებები მაქვს და მსურს, რომ ყველანი მოგიპატიჟოთ", - ამბობს კევინ სპეისი.

მსახიობი ვიდეოში არ საუბრობს სექსუალური შევიწროების ბრალდებებზე, რომლებიც მის წინააღმდეგ არის გამოთქმული. ამის ნაცვლად, ის 2020 წლის გეგმებზე საუბარს აგრძელებს.

"რადგან 2020 წელში შევაბიჯეთ, მე მსურს ხმა მივცე უფრო მეტ კარგს ამ სამყაროში. აჰ, ცხადია, ვიცი რაც იფიქრეთ - სერიოზულად ამბობსო? მე ძალიან სერიოზული ვარ. და ეს არ არის ძალიან ძნელი, დამიჯერეთ.

შემდეგში, როდესაც ვინმე ისეთ რამეს გააკეთებს, რაც არ მოგწონთ, შეგიძლიათ, შეუტიოთ მას. ასევე, შეგიძლიათ, შეაკავოთ ცეცხლი და გააკეთოთ მოულოდნელი რამ - მოკლათ ის თქვენი სიკეთით", - ამბობს კევინ სპეისი.

კევინ სპეისი სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში რამდენიმე ადამიანმა მას შემდეგ დაასახელა, რაც 2017 წელს ენტონი რეპმა თქვა, რომ 14 წლის ასაკში 26 წლის სპეისიმ მასზე იძალადა. ბრალდების საპასუხოდ, მაშინ მსახიობმა წერილი გამოაქვეყნა და ძალადობის ფაქტი არ უარყო, ასევე დაწერა რომ ის გეია.

კომენტარები