თბილისის მერია

ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის საბაგირო, უფასო იქნება 

ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, საბაგირო, მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. განცხადება ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ გააკეთა.

მისი ინფორმაციით, 31 დეკემბრის 23:00 საათიდან, 75 მარშრუტზე 160 ერთეული ავტობუსი საშუალოდ 25-30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. ტრანსპორტი ანალოგიურად იმუშავებს შობის ღამესაც. 

"გარდა ამისა, 31 დეკემბერის, თბილისის მეტროპოლიტენის, ავტობუსებისა და საბაგირო რიყე-ნარიყალას სამუშაო საათები გახანგრძლივდება და მგზავრებს უფასოდ გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ. ამ რეჟიმში მეტროპოლიტენი და ავტობუსები იმუშავებენ 31 დეკემბრის 23:00-დან პირველი იანვრის 04:00 საათამდე, ხოლო საბაგირო - 03:00 საათამდე. ვფიქრობ ეს ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და იგივე მიდგომა და დამოკიდებულება გვექნება შობის ღამესაც", - თქვა კახა კალაძემ. 

მერიაში აღნიშნავენ, რომ ახალი წლის ღამეს და შობას უფასო იქნება შემდეგი ავტობუსები:

N1, N2, #3, N4, N6, N7, N8, N10, N11, N12, N13, N14, N15, N18, N19, N20, N22, N23, N25, N27, N28, N30, N31, N34, N36, N37, N39, N40, N41, N42, N43, N44, N45, N47, N48, N49, N52, N53, N55, N56, N58, N59, N60, N62, N63, N66, N68, N70, N71, N73, N74, N75, N76, N77, N78, N79, N80, N82, N84, N87, N88, N90, N91, N95, N99, N101, N103, N104, N106, N108, N109, N110, N112, N121, N122 და N140.

კომენტარები