აშშ

აშშ-ში კაცმა ბანკი გაძარცვა, ფული ქუჩაში დაყარა და გამვლელებს შობა მიულოცა

Colorado Springs Police

აშშ-ში, ქალაქ კოლორადო სპრინგსში კაცმა შობის დღესასწაულამდე 2 დღით ადრე ბანკი გაძარცვა და მოპარული ფული ქუჩაში გადაყარა. თვითმხილველების თქმით მან გამვლელებს შობა მიულოცა.

"მან ბანკი გაძარცვა, გამოვიდა და ჩანთიდან ფული მიმოფანტა. თან შობას გვილოცავდა." ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. გამვლელებმა ფული შეაგროვეს და ბანკში დააბრუნეს.

ძარცვის შემდეგ კაცი მახლობლად მდებარე სტარბაქსში შევიდა და პოლიციას იქ დაელოდა.

კოლორადო სპრინგსის პოლიციის მიხედვით კაცი 65 წლის დეივიდ უეინ ოლივერია.

კომენტარები