Forbes

Forbes-მა ათწლეულის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები დაასახელა

CNN

გამოცემა Forbes-მა დეკადის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა.  

სიის სათავეში ამერიკელი მოკრივე, ფლოიდ მეივეზერია. მისი შემოსავალი, გამოცემის მიხედვით, 915 მილიონი დოლარია. როგორც Forbes-ი წერს, 2015 და 2017 წლებში მეივეზერმა მენი პაკიაოსთან და კონორ მაკგრეგორთან დაპირისპირების შემდეგ 500 მილიონი დოლარი მიიღო. 

სიაში მეორე კლუბ "იუვენტუსის" ფეხბურთელი, პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუა. გამოცემის მიხედვით, მისი შემოსავალი 800 მილიონი დოლარია. რონალდუს სოციალურ ქსელებში, ინსტაგრამდა და ფეისბუქზე ყველა ვარსკვლავზე მეტი გამომწერი ჰყავს. 

სიაში მესამე ადგილზე კლუბ "ბარსელონას" ფეხბურთელი, არგენტინელი ლიონელ მესია. მისი შემოსავალი 750 მილიონი დოლარია. 127 მილიონით მესი 2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდა.

  • მე-4 ადგილი- ლებრონ ჯეიმსი (680 მილიონი დოლარი) 
  • მე-5 ადგილი- ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი (640 მილიონი დოლარი)
  • მე-6 ადგილი- გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსი (615 მილიონი დოლარი) 
  • მე-7 ადგილი- გოლფის მოთამაშე ფილ მიკელსონი (480 მილიონი დოლარი)  
  • მე-8 ადგილი- მოკრივე მენი პაკიაო (435 მილიონი დოლარი) 
  • მე-9 ადგილი- კალათბურთელი კევინ დურანტი (425 მილიონი დოლარი) 
  • მე-10 ადგილი- მრბოლელი ლიუის ჰამილტონი (400 მილიონი დოლარი) 

კომენტარები