მედია

ტვ პირველის, რუსთავი 2-ის და კავკასიის ანგარიშებს ინკასო დაედო

0 კომენტარი

ტვ პირველის, რუსთავი 2-ის და კავკასიის ანგარიშებს ინკასო დაედო.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ტელევიზიები, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ დავალიანება, 23 დეკემბერს გააფრთხილა. უწყებამ ტელევიზიებს ერთი დღის ვადას მისცა, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ.

ტვ კავკასიის დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ამბობდა, რომ გადასახადების გადახდას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებდა, თუ ძველ დავალიანებებს გადაახდევინებდნენ იმედს, რუსთავი 2-ს და მაესტროს.

დავალიანებები "იმედს", რუსთავი 2-ს და მაესტროს 2016 წლის შემდეგ, 1 ოქტომბრამდე დაუგროვდათ. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ამ ვალის რესტრუქტურიზაციაზე შემოსავლების სამსახურსა და ტელემაუწყებლებს შორის, "ამ დრომდე გრძელდება შეთანხმების პროცესი".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები