თბილისის ცენტრალური ნაძვის ხე

კალაძე: ტრენდია მსოფლიოში, მაქსიმალურად ცდილობენ, მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან

თბილისის მერის, კახა კალაძის, თქმით, თბილისის მერია მაქსიმალურად შეეცადა, რომ ქალაქის ცენტრალური საახალწლო ნაძვის ხე მაქსიმალურად ყოფილიყო მიმსგავსებული "ნატურალურ ნაძვის ხეს". 

"წლების განმავლობაში ნაძვის ხეს ხუფის სახე ჰქონდა. ნაძვის ხე იყო სამკუთხედი, ხუფის მაგვარი და ზოგადად, ტრენდია მსოფლიოში, თქვენ თუ დააკვირდებით, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან,"- ამბობს კალაძე. 

კითხვაზე, ნაძვის ხე ნამდვილად ღირდა თუ არა ერთი მილიონი ლარი და ჩამოიტანა თუ არა მან მილანიდან, კალაძე პასუხობს "ეჭვი გეპარებათ?". 

მილიონ ლარად შეფასებულ ნაძვის ხეს, რომლის ჩამოსატანადაც თბილისის მერი თავად იმყოფებოდა იტალიაში, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. 

კომენტარები